გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია BP-ის მიერ ინიცირებული კიდევ ერთი პროექტი ქვემო ქართლში, სოფელ ბარეთის ფერმერებისთვის ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია BP-ის მიერ ინიცირებული კიდევ ერთი პროექტი ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ ბარეთის ფერმერებისთვის ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია ეკო-გრანტების პროექტის ფარგლებში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ (RECC), ახორცილებს პროექტს“ მიწისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა მიწის დეგრადაციის რისკის შესამცირებლად და მცირე მოწყვლადი მეურნეობების ეკონომიკური მდგომარების გასაძლიერებლად”“.

მათივე ცნობით, პროექტის ბენეფიციარები არიან სოფელ ბარეთის ფერმერები (ეკომიგრანტები), რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ თემატური სწავლება და დღეს განხორციელდა პირველი პრაქტიკული ტრენინგი.

პროექტის ექსპერტმა სადემონსტრაციო ნაკვეთზე, რომელიც ეკუთვნის პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას „ბედიანის ბავშვთა ცენტრს“, ნიადაგის კულტივაციის, ნიადაგის მჟავიანობის შემოწმების, სასუქის შეტანის, კარტოფილის თესლის დამუშავებისა და თესვის პრაქტიკული სწავლება განახორციელა.

„აღსანიშნავია, რომ კარტოფილის თესლი შეძენილია პროექტის ფარგლებში და შემოტანილია ნიდერლანდებიდან. დათესილი კარტოფილის კულტურიდან მიღებული მოსავალი გადანაწილდება და დაურიგდებათ ბენეფიციარ ფერმერებს, ასევე „ბედიანის ბავშვთა ცენტრს“. შემდგომ, კარტოფილი დაითესება ბენეფიციარების მიერ და შედეგად მოსალოდნელია მომდევნო 4 წლის განმავლობაში უკეთესი ხარისხის მოსავლის აღება და ბენეფიციარების ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესება.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ფერმერებისთვის ნიადაგისა და წყლის მდგრადი მართვისთვის საჭირო ცოდნის ხელშეწყობა, ცოდნის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

ეკო-გრანტების პროგრამა დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს