ოთარ დანელია ოპოზიციის განცხადებაზე - აბსურდული ბრალდებებია, რადგან მმართველ გუნდს ზუგდიდში კარგი მდგომარეობა აქვს

"ქართული ოცნების" წევრი ოთარ დანელია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მმართველ გუნდს არჩევნების მიმართულებით ზუგდიდში კარგი მდგომარეობა აქვს.

"ვფიქრობ, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა ზოგადად, რადგან მმართველ გუნდს ზუგდიდში ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს. გეგა შენგელია არის წესიერი ადამიანი, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და არის თავისი საქმის პროფესიონალი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან აბსურდული ბრალდებები, მაგრამ თუ სადმე რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, არა აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდან იქნება, ობიექტურად გამოკვლევა მოხდება", -განაცხადა ოთარ დანელიამ.

შგახსენებთ, რომ ოპოზიცია ზუგდიდის 67- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. დღეს საარჩევნო კომისიის შენობასთან თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა