ვენესუელაში სამართალდამცავებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის შენობის შესასვლელები დაბლოკეს

ვენესუელაში სამართალდამცავებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის შენობის შესასვლელები დაბლოკეს.

პარლამენტის ყველა შესასვლელს ქვეყნის ეროვნული გვარდია და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელები აკონტროლებენ, რის გამოც დეპუტატები შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ.

ამასთანავე, „საერთაშორისო ამნისტიამ“ ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. ისინი აცხადებენ, რომ მოსახლეობაზე ძალადობის ფაქტები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ მას მხარს 50-მდე ქვეყანა უჭერს.

იხილეთ ვიდეო: ვენესუელაში სამართალდამცავებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის შენობის შესასვლელები დაბლოკეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა