იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას პასუხობს. ზაზა ხარებავა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი, როგორც „სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის დისკრედიტაციის, უკანონო ზეგავლენის მოხდენის და მიმდინარე პროცესებისაგან ჩამოშორების მცდელობაა“.

ხარებავას მტკიცებით, მისი კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის კრიტერიუმებს.

„ინტერპრესნიუსი“ ზაზა ხარებავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ა(ა)იპ ფონდ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“, რომელმაც 2017 წელს წარმადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტის წინაშე, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის გამოცხადებამდე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მე საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ფარგლებში, საქართველოს პარამენტში წარვადგინე სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც აღნიშნულ პერიოდში წარმოებდა სასამართლოში. გარდა ამისა, არსებობს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ სხვა საქმეებზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებიც, რომლებიც განხილული იყო სხვადასხვა სასამართლოში და რომელშიც ჩემი წარმდგენი სუბიექტი მონაწილეობდა კანონით გათვალისწინებული წესით.

გარდა ამისა, ჩემი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლეგიტიმაციისათვის, მთავარი და სრულიად საკმარისია ის გარემოებაც, რომ ჩემი კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მათ შორის, ჩემი სამუშაო გამოცდილება დაახლოებით 2-ჯერ აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ცენზს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია სხვა არაფერია, თუ არა ჩემი, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის დისკრედიტაციის, უკანონო ზეგავლენის მოხდენის და მიმდინარე პროცესებისაგან ჩემი ჩამოშორების მცდელობა, რაც არ უნდა შედიოდეს საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის მხარდაჭერის ინტერესებში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" არამოსამართლე წევრის ზაზა ხარებავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს. როგორც კოალიციის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, პარლამენტის მიერ საბჭოს წევრად ზაზა ხარებავას არჩევით დაირღვა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნა, ვინაიდან ორგანიზაცია, რომელმაც ხარებავას კანდიდატურა წარადგინა, არ აკმაყოფილებდა კანონით მოთხოვნილ კრიტერიუმებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს