სალომე სამადაშვილი - გუშინ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად არჩევნების წინასწარი, ორგანიზებული გაყალბება ხდებოდა

გუშინ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად არჩევნების წინასწარი, ორგანიზებული გაყალბება ხდებოდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მათთან საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეეხებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობას და დიპლომატიურ კორპუსს ესმოდეს, რომ არც ერთი რეკომენდაცია უკანასკნელი არჩევნების მერე გათვალისწინებული არ არის. ვისაუბრეთ იმაზე, რაც ხდება ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში: ზეწოლა, მოსყიდვა, მუქარა ამომრჩევლების მიმართულებით. ჩვენი თხოვნა იქნება, ხელისუფლებამ მიიღოს ძალიან მკაცრი გაფრთხილება როგორც ევროკავშირის ქვეყნებისგან, ასევე აშშ-სგან არჩევნებამდე. გუშინ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად არჩევნების წინასწარი, ორგანიზებული გაყალბება ხდებოდა", - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა