გენერალურმა პროკურატურამ გასულ წელს  ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 49 პირის მიმართ დაიწყო

გასულ წელს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 49 პირის მიმართ დაიწყო.

საუბარია “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემდეგ დანაშაულებზე: - “ქურდული სამყაროს“ წევრობა, “კანონიერი ქურდობა“; “ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა; “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და ასევე, “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება.

გენერალური პროკურორი პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშში წერს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო “ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის - 27 პირის, “კანონიერი ქურდობისთვის“ – სამი პირის, “ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის - 14 პირის, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობისთვის მხარდაჭერისთვის - 5 პირის და “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის ორი პირის მიმართ.

ამასთან, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნა 223/1-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) 2016 წელს დაიწყო ცხრა პირის მიმართ, ხოლო 2017 წელს ხუთი პირის მიმართ. 223/1 მუხლის მეორე ნაწილით (კანონიერი ქურდობა) სისხლის სამართლებრივი დევნა 2016 წელს - 10, ხოლო 2017 წელს - შვიდი პირის მიმართ დაიწყო.

2018 წელს გამოტანილი იქნა 11 განაჩენი, აქედან რვა - გამამტყუნებელი და სამი - გამამართლებელი.

“საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის საკმაოდ მკაცრი. ყველა ბრალებულის მიმართ აღკვეთის სახით მოთხოვნილი იყო პატიმრობა, რაც სასამართლოს მიერ ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდა“, - წერს პროკურატურა პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში.

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

საგამოძიებო უწყება მუშაობის ამსახველი ანგარიშით პარლამენტში პირველად შევიდა, რა ვალდებულებაც მას ახალი რეგლამენტის საფუძველზე დაეკისრა.

47-გვერდიანი ანგარიში ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

ანგარიში თავდაპირველად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც დოკუმენტი კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცემა. მას სავალდებულო წესით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო