ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდიის წინააღმდეგ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შემდეგ, აღმასრულებელ დონეზე სპეციალური მაკოორდინირებული ორგანო შეიქმნება

ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდიის წინააღმდეგ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შემდეგ, აღმასრულებელ დონეზე სპეციალური მაკოორდინირებული ორგანოც შეიქმნება, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. აღნიშნული ინფორმაცია სპეციალურ ბრიფინგზე დეპუტატმა ნინო გოგუაძემ გააჟღერა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში უკვე სამი თვეა მუშაობს მოკვლევის ჯგუფი ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე.

„ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს პარლამენტში, როდესაც სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად მსჯელობენ რუსული „რბილი ძალის“ საფრთხეებზე საქართველოში და განიხილავენ საკითხებს, როგორ უნდა იყოს შემცირებული რუსული დეზიდენფორმაციის და პროპაგანდის კამპანია ქვეყანაში. არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა მუშაობის პროცესში, რომელიც საჭიროებს დროულ რეაგირებას როგორც პარლამენტის მხრიდან, ასევე საქართველოს მთავრობის მხრიდან. მათ შორის გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არის აღმასრულებელ დონეზე სპეციალური მაკორდინირებული ორგანოს გაჩენის საკითხი, რომელშიც იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები წარმოდგენილი.

საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, რომელი ორგანიზაციის საქმიანობის უკან, რომელი ქვეყნის ინტერესი დგას და რა ინტერესებს ემსახურება ამ ორგანიზაციის საქმიანობის საკითხი. ბევრია ინიციატივა, რომელიც საბოლოოდ რეკომენდაციებში იქნება ასახული და წარდგენილი საქართველოს მთავრობისთვის და ასევე საკანონმდებლო ორგანოსთვის", - განაცხადა გოგუაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო