გენერალური პროკურატურა - გასულ წელს განრიდების მექანიზმი 1 493 პირის მიმართ იყო გამოყენებული

2018 წელს ოჯახში ძალადობის მუხლით დაწყებულ საქმეებზე განრიდების მექანიზმი არც ერთი პირის მიმართ არ გამოყენებულა, ოჯახურ დანაშაულზე კი ეს მექანიზმი მხოლოდ ერთი პირის მიმართ გატარდა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა. დოკუმენტის თანახმად, 2015-2018 წლებში სრულწლოვნების მიმართ განრიდება ძირითადად ნაკლებად მძიმე კატეგორიის, არაძალადობრივ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ იყო გამოყენებული. ანგარიშის თანახმად 2018 წელს განრიდების მექანიზმი საერთო ჯამში 1 493 პირის მიმართ იყო გამოყენებული.

„არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის გათვალისწინებით, როგორც წესი, ოჯახური დანაშაულის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე განრიდების მექანიზმი არ გამოიყენება. უფრო კონკრეტულად კი 2018 წელს სისხლის სამართლის კოდქსის 111-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე მხოლოდ ერთი პირი განრიდდა, ხოლო 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე აღნიშნული მექანიზმი არ გამოყენებულა“, - ნთქვამია პროკურატურის ანგარიშში.

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. საგამოძიებო უწყება მუშაობის ამსახველი ანგარიშით პარლამენტში პირველად შევიდა, რა ვალდებულებაც მას ახალი რეგლამენტის საფუძველზე დაეკისრა.

47-გვერდიანი ანგარიში ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

ანგარიში თავდაპირველად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც დოკუმენტი კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცემა. მას სავალდებულო წესით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს