2018 წელს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 220 სახელმწიფო მოხელის მიმართ დაიწყო

2018 წელს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 220 სახელმწიფო მოხელის მიმართ დაიწყო.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დროს თანამდებობაზე 117 პირი მუშაობდა, ხოლო 43 თანამდებობას აღარ იკავებდა.

როგორც გენერალური პროკურორი პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშში წერს, 84 პირი შს სამინისტროს ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელია; 70 პირი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი იყო; 16 პირი - საკრებულოს წევრი ან თანამშრომელი; 15 პირი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი; 14 პირი - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი; 7 პირი - პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დევნადაწყებული 220 პირიდან დანაშაული 77% შემთხვევაში 2017-2018 წლებში იყო ჩადენილი.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მოხელეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ძირითადად შემდეგი მუხლებით დაიწყო: - ძალადობა, ოჯახში ძალადობა, თაღლითობა, სამსახურეობრივი გულგრილობა, ქრთამის აღება, სამსახურეობრივი სიყალბე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება; მითვისება-გაფლანგვა.

2018 წელს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 239 მოხელის მიმართ, ხოლო გამამართლებელი განაჩენი - 21 მოხელის მიმართ.

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

საგამოძიებო უწყება მუშაობის ამსახველი ანგარიშით პარლამენტში პირველად შევიდა, რა ვალდებულებაც მას ახალი რეგლამენტის საფუძველზე დაეკისრა.

47-გვერდიანი ანგარიში ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

ანგარიში თავდაპირველად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც დოკუმენტი კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცემა. მას სავალდებულო წესით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა