ნინო გოგუაძე - „ევროპულ საქართველოს" სულმა სძლია და საკითხები, რომლებიც დახურულ ფორმატში კომისიამ განიხილა, საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარადგინა პარლამენტში

„ევროპულ საქართველოს" სულმა სძლია და ის საკითხები, რომლებიც დახურულ ფორმატში კომისიის მიერ იყო განხილული, საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარადგინა პარლამენტში, - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა ნინო გოგუაძემ განაცხადა. მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" წევრებმა, რომლებიც არიან ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე მოკვლევის ჯგუფის წევრები, ჯგუფში შემუშავებული ინიციატივები საკანონმდებლო ორგანოს დამოუკიდებლად წარუდგინეს.

„ცხადია, რომ ჩვენს კოლეგებს სძლიათ პარტიულმა ინტერესებმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე ვმუშაობთ და როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები არის პრიორიტეტული, რა თქმა უნდა პარტიულმა ინტერესმა არ უნდა გადასძალოს პოლიტიკურ პარტიას. მე ვფიქრობ, ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს ქვეყანაში, პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ პრობლემების აღიარება, ამ საფრთხის აღიარება, ერთობლივი მუშაობა და კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი და ევროპული პარტიები. მათ სულმა წასძლიათ და ის ინიციატივები წარადგინეს, რომელიც დახურულ ფორმატში განიხილებოდა სამუშაო ჯგუფის მიერ და მე იმედს ვიტოვებ, რომ ისინი სახელმწიფოებრივ ინტერესს უფრო მაღლა დააყენებენ, ვიდრე პარტიულ საკითხებს და ის რეკომენდაციები და საბოლოო დასკვნა, რომელიც რეალურად უნდა აისახოს თუ სამომავლოდ ქვეყანამ როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება ამ საკითხებზე, იქნებიან ამის მონაწილეები", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ