ბათუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საკომიტეტო სხდომა გაიმართა

ბათუმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კომიტეტების სხდომას მასპინძლობს. სხდომაზე ასამბლეის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა და ისაუბრა BSEC-ის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მყოფი ქვეყნისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

,,განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აჭარა მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას როგორიცაა შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. საქართველო გახლავთ BSEC ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური მონაწილე. ჩვენ საერთო ფასეულობების მოფრთხილებით და თანამშრომლობით, იქნება ეს ვაჭრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება თუ სხვა ეკონომიკური აქტიურობები, ხელს ვუწყობთ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას და შავი ზღვის აუზში კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეგიონალურ კოოპერაციას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ.

„ჩვენი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება გახლავთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მადლობა მინდა გადავუხადო BSEC-ის ქვეყნებს ამ ურყევი მხარდაჭერისთვის და იმ კონკრეტული ჩანაწერისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ეროვნულ მისწრაფებებს'',- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

,,ორი დღის განმავლობაში პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი იმსჯელებს.

საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომების ფარგლებში დელეგატები გაეცნენ მოხსენებებს თემებზე „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება“ და ,,სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი დემოკრატიის განმტკიცებაში“. გაიმართა დებატები, სადაც კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვეს.

საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა, პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ დანელიამ, სახალხო დამცველის მოადგილემ თამარ გვარამაძემ და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეებმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს