საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, ბიზნესომბუდსმენთან ერთად, რეგიონულ შეხვედრებს მართავს

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის უფროსი იურისტი დავით ედილაშვილი ბიზნესომბუდსმენთან ერთად, რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, ქუთაისსა და ფოთში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრესსამსახურიდან აცნობეს, საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის უფროსმა ბიზნესს არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მედიაციის შესახებ კანონპროექტზე ესაუბრა, რომელიც საქართველოს პარლამენტშია ინიცირებული.

დავით ედილაშვილმა მიმოიხილა არბიტრაჟისა და მედიაციის უპირატესობები, სადაც ხაზი გაუსვა სასამართლოს გადატვირთულობას და ალტერნატიული გზების უპირატესობებს დროის სიმცირისა და პროცესის მოქნილობის თვალსაზრისით. შეხვედრების მთავარი მიზანი, საქართველოში არბიტრაჟისა და მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიმართულებების განვითარებას ქვეყანაში.

“ზოგადად ქვეყნის და ასევე ჩვენი, როგორც საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მთავარი მიზანია საქართველო ვაქციოთ არბიტრაჟის მიმართულებით რეგიონულ ჰაბად. ამისთვის საჭიროა პირველ რიგში ადგილობრივი ბიზნესი ენდობოდეს არბიტრაჟის ინსტიტუტს და განიხილავდეს მას, როგორც სანდო და კომფორტულ გზას დავების გადაწყვეტისთვის. ასევე, პარლამენტში ინიციარებულია კანონპროექტი მედიაციის შესახებ და მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორი საქმის კურსში იყოს, თუ რას მოიცავს ეს საკანონმდებლო ინიციატივა. ასეთი შეხვედრების მთავარი იდეაც სწორედ ის არის, რომ მეწარმეების ყველა კითხვას, საკითხთან დაკავშირებით, სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი გაეცეს და გავაგებინოთ მათ, რა უპირატესობები აქვთ არბიტრაჟსა და მედიაციას დავების გადაწყვეტის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის უფროსმა იურისტმა დავით ედილაშვილმა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბიზნესომბუდსმენი რეგიონულ შეხვედრებს ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Business) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მართავენ. მორიგი რეგიონული ღონისძიებები არბიტრაჟისა და მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით, ბიზნესომბუდსმენთან ერთად ახალციხესა და თელავშია დაგეგმილი. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების უშუალო ჩართლობითა და ევროპული გამოცდილების გაზიარებით დაარსდა და თავის საქმიანობაში აბსოლუტურად დამოუკიდებელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო