ნიკა მელია - „ქართულ ოცნებას“ დირექტივა აქვს, რომ თუ დაშინება არ იქნება წარმატებული მეთოდი, ხალხი, ვინც მათ არ ემორჩილება, არჩევნების დღეს გაიტაცონ

„ქართულ ოცნებას“ დირექტივა აქვს, რომ თუ დაშინება არ იქნება წარმატებული მეთოდი, ის ხალხი, ვინც მათ არ ემორჩილება, არჩევნების დღეს გაიტაცონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ზუგდიდში #67 საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართულ სარპოტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი და საკრებულოს დეპუტატი გია დანელია გადადგნენ.

ნიკა მელიას თქმით, ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ შანტაჟისა და ტერორის მცდელობის რესურსი აქვს დარჩენილი.

„გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ივანიშვილს დარჩენილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ დაშინების, შანტაჟის, ტერორის მცდელობის რესურსი. ამასაც ვერ ახერხებს და ბუნებრივია, ვეღარც მოახერხებს. ჩვენი მოთხოვნაა, მირანდა მესხის გადადგომა იმიტომ, რომ მხილებულია უმძიმეს დანაშაულში - არჩევნების გაყალბების მცდელობაში.

ასევე, უნდა გადადგეს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რომელიც ასევე მხილებულია უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მცდელობაში, რომელსაც ჰქვია ხალხის გატაცება. წარმოგიდგენიათ? ანუ „ქართული ოცნების“ რომელიღაცა ოფისში დაიგეგმა საარჩევნო ტერორი, დაშინება, შანტაჟი და თუ ეს ყველაფერი არ იქნება წარმატებული მეთოდი, ასეთ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ დირექტივა აქვს, რომ არჩევნების დღეს ის ხალხი, ვინც მათ არ ემორჩილება, გაიტაცონ. ამ გეგმას ახმოვანებს ბატონი გია დანელია. მას გამოძიების დასრულებამდე დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტონ.

გარდა ამისა, აუცილებელია, ყველა იმ მძალადის დაკავება, ვინც გუშინ იძალადა, მათ შორის ასაკოვან ხალხზე. ის, რაც მათ გუშინ იკადრეს, ეს დღემდე დაუსჯელი უნდა იყოს?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა