ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ბავშვის დედა - მეუბნებიან, პოლიცია რომ მივიდა, თქვენი შვილი უკვე დაღუპული იყო, არადა, ბავშვი 10 წუთის განმავლობაში ყვიროდა „მიშველეთო“

მეუბნებიან, პოლიცია რომ მოვიდა, თქვენი შვილი უკვე დაღუპული იყოო, არადა ბავშვი 10 წუთის განმავლობაში ყვროდა „მიშველეთო“, - ამის შესახებ ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის დედამ, თამარ გოგოჩაშვილმა აღნიშნული საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ქმედება პოლიციელების მხრიდან გულგრილობის გამოვლინება იყო.

„რაც შეეხება გამოძიებას, საგამოძიებო ორგანოში ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც ჩემი ნებით მივედი, რომ გამერკვია რა ხდებობოდა, რას იძიებდნენ, როგორ მიდიოდა პროცესი. ახლა გამოსაძიებელია საქმე ექიმებთან და პოლიციელებთან დაკავშირებით. მე დავინტერესდი, თუ რატომ დააყოვნა პოლიციამ რეაგირების მოხდენა და ასე მიპასუხეს -პოლიცია რომ მივიდა, თქვენი შვილი უკვე დაღუპული იყოო და იქ შესვლას აზრი არ ჰქონდაო. პოლიცია რომ მივიდა, ბავშვი 10 წუთის განმავლობაში „მიშველეთ“ ყვიროდა“, - აცხადებს თამარ გოგოჩაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, 13 წლის მოზარდი საკუთარმა ბიძამ 10 თებერვალს მოკლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა