ირანმა ოფიციალურად შეწყვიტა ბირთვული შეთანხმების ზოგიერთი ვალდებულების შესრულება

ირანმა ოფიციალურად შეწყვიტა ბირთვული შეთანხმების ზოგიერთი ვალდებულების შესრულება, რომელიც 2015 წელს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან ერთად გააფორმა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ატომური სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა. გასულ კვირას ირანმა ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, რომ აპირებდა უარი ეთქვა ბირთვული შეთანხმების ზოგიერთ ვალდებულებაზე. ეს მოხდა ერთი წლის შემდეგ, როდესაც აშშ-მა ცალმხრივად დატოვა შეთანხმება და თეირანს სანქციები აღუდგინა.

შეთანხმების თანახმად, თეირანს უფლება არ აქვს აწარმოოს 300 კილოგრამი მცირედგამდიდრებული ურანი და 130 ტონაზე მეტი მძიმე წყალი. ირანის ატომური სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ამიერიდან ირანი აღარ დაიცავს შეზღუდვებს ამ მიმართულებით. თეირანმა შეთანხმების მონაწილე ქვეყნები გააფრთხილა, რომ თუკი მსოფლიოს სახელმწიფოები 60 დღის განმავლობაში არ გადადგამენ ნაბიჯებს ირანის ეკონომიკის დასაცავად ამერიკული სანქციებისგან, ირანი ურანის მაღალ დონემდე გამდიდრებას დაიწყებს.

ევროკავშირის და გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ კვლავაც მხარს უჭერენ ირანთან მოლაპარაკებებს, თუმცა, არ აპირებენ თეირანის ულტიმატუმების მიღებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს