გიორგი ქობულია - მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი

მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს პარლამენტში, ღია ფორმატში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. ქობულიას თქმით, მისი გადაყენების მიზეზი ის გახდა, რომ მთელ რიგ გადაწყვეტილებებში მმართველი გუნდის პოზიციას არ ეთანხმებოდა.

„რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც ეკონომიკის მინისტრის გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს. მან დაწერა განცხადება. მე მგონია, რომ არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შედეგად იყო მიღებული.

ამას ჰქონდა მთელი რიგი მიზეზები, სადაც მე მხარს არ ვუჭერდი მთელ რიგ გადაწყვეტილებებს. მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი,“ - განაცხადა ქობულიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს