ეკა ბესელია - გვაინტერესებს, რაში გამოიხატა შეუთავსებლობა, ისეთი მიუღებელი რა დავალებები მიიღებოდა ქობულიასთვის და რა იყო მისი გათავისუფლების რეალური საფუძველი

ჩვენ გვაინტერესებს მიზეზი, შეუთავსებლობა რაში გამოიხატა, რა ისეთი მიუღებელი დავალებები მიიღებოდა ქობულიასთვის და რა იყო რეალურად მისი გათავისუფლების საფუძველი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ არ აინტერესებთ, რაში იყო შეუთავსებლობა და რაში იყო განსხვავებული ხედვა, ეს უკვე ჩანს უხერხულად.

„ეს ჩანს ძალიან არასერიოზულად, ჩანს, რომ ვერც კი ბედავს „ქართული ოცნების" ფრაქცია, ფრაქციის ხელმძღვანელი, გარდა მცირე გამონაკლისისა, რომ ინტერესი გამოხატონ საკითხებისადმი, რაც პირდაპირი ვალდებულებაა პარლამენტის, როგორც მაკონტროლებელი ორგანოსი. ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უმრავლესობა დღეს ჩამოყალიბდა ერთ ხმაზე მოსაუბრე, მესიჯებით მოქმედ რაღაც გაერთიანებად, რაც ძალიან სახიფათო სახეს იღებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო