გიგი წერეთელი - საინტერესო იქნება ქობულიას მოსაზრება, როგორ ხედავდა პროცესს მინისტრობის დროს და მინისტრობის შემდეგ

საინტერესო იქნება ქობულიას მოსაზრება, როგორ ხედავდა პროცესს მინისტრობის დროს და მინისტრობის შემდეგ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მან პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მისვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეპუტატებს მასთან კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ კითხვები.

„ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მიმართ კითხვები, რა თქმა უნდა, იქნება, თუნდაც კონკრეტულ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა ეკონომიკურ პროექტებსა და სხვადასხვა გადაწყვეტილებას. მისი მოსაზრება საინტერესო იქნება, როგორ ხედავდა პროცესს მინისტრობის დროს და მინისტრობის შემდეგ. როგორც ვიცი, მისი სურვილიცაა, გარკვეულ საკითხებზე ისაუბროს, რაც ვფიქრობ, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება. როგორც მახსოვს, მინისტრობის დროს მისი განცხადებები ზოგჯერ წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ ეს შეიძლება პოლიტიკურ გამოცდილებას დაბრალებოდა, თუმცა ის პროცესებს უფრო კარგ ფერებში ხედავდა და საინტერესოა, ახლა როგორ ხედავს ამას, როცა მინისტრი აღარ არის. საერთოდ, მთავრობაში გადაწყვეტილებები წასვლა-მოსვლაზე ძალიან სწრაფად მიიღება, მაგრამ მაინც, საინტერესო იქნება, რამ განაპირობა ქობულიას ჩამოყვანა, რა გეგმა იყო ასეთი და ახლა, როცა ის მიატოვებს საქართველოს ეკონომიკას, როგორ იქნება საქმე მომავალში“, - განაცხადა წერეთელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა