ირაკლი ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს, ხოლო „ნაცმოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი საოლქო საარჩევნო კომისიის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. მისივე თქმით, არც ერთი ნორმატიული აქტი არ დარღვეულა.

„საზოგადოება ნათლად ხედავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მცდელობაა, მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, ძალიან კონკრეტული განმარტებები გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ არც ერთ ნორმატიული აქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საოლქო კომისია მოქმედებდა რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით. თუმცა, იმისთვის, რომ არ იყოს რაიმე სახის შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ხელახლა დაამზადებენ ბეჭდებს და ხელახლა გადაუგზავნიან უბნებს. მე ვთვლი, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს იგებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს ცდილობს ამ დღეებში, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს”, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი მოუწოდებს ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ „უსაფუძვლო აჟიოტაჟს“.

„მოვუწოდებთ ყველას, ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ პროცესებს. ის აჟიოტაჟი, რომელსაც ტეხავს „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ და ისევ განპირობებულია იმით, რომ გვაქვს უშინაარსო და უშედეგო კამპანია მათი მხრიდან, შესაბამისად, ისინი მხოლოდ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი. ჩვენს შტაბს ჰყავს იდენტიფიცირებული მხარდამჭერები, ნათლად ვხედავთ, რომ ამ არჩევნებს დამაჯერებლად ვიგებთ და 19 მაისს ვიზეიმებთ გეგა შენგელიას გამარჯვებას. გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც აქტიურ ფაზაშია. სულ უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება და მხარს უჭერს გეგას, ასე რომ, აქ საუბარი იმაზე, რომ რაიმე ფორმით შეიძლება, საქმე გვქონდეს რაიმე დაბრკოლებასთან, უსაფუძვლოა”, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მანვე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „დესტრუქციისკენ მიმართული პოლიტიკური ძალაა“, აქედან გამომდინარე, მიუხედავად მათი მონდომებისა, ზუგდიდში მათ მიერ ჩაყვანილი ადამიანები ვერ შეძლებენ ამ ქალაქში არეულობის შეტანას.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა