ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე, პოლიციამ მისი მეუღლე დააკავა, დედამთილს კი ბრალი წარედგინა

ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე, პოლიციამ მისი მეუღლე დააკავა, დედამთილს კი ბრალი წარედგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 მაისს მეუღლეზე - 1986 წელს დაბადებულ მ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. აგრეთვე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ამცირებდა მეუღლის პატივსა და ღირსებას. აღნიშნულის გამო, ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ამჟამად, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიკვეთა დაზარალებულის დედამთილის -1958 წელს დაბადებული ე.შ.-ს მხრიდანაც, რის გამოც მას ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე, სსკ-ის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს