სომალიში, საშუალო სკოლაში მისაღები გამოცდების ხელმეორედ გამართვას მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა

სომალიში საშუალო სკოლაში მისაღები გამოცდები ხელმეორედ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მისაღები გამოცდების თავიდან ჩატარების მიზეზად სოციალურ მედიაში საგამოცდო მასალის წინასწარი გავრცელება გახდა.

ქვეყნის განათლების მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ გამოცდები მაისის ბოლო დღეებში გაიმართება, რა დროსაც ქვეყნის მასშტაბით სოციალური მედია დაიბლოკება.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ აპირებს ქვეყნის ხელისუფლება სოციალური ქსელების დაბლოკვას. ამასთანავე, განათლების მინისტრს ასევე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელი მედიასაშუალებები დაიბლოკება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა