გიორგი ქობულია - მარაბდა-კარწახის რკინიგზის მონაკვეთის დასრულების საკითხი რატომღაც წლების განმავლობაში არ წყდება

მარაბდა-კარწახის რკინიგზის მონაკვეთის დასრულების საკითხი რატომღაც წლების განმავლობაში არ წყდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამ პროექტზე უზარმაზარი თანხაა დახარჯული და რატომ არ ხდება მისი ბოლომდე მიყვანა, უცნობია.

„მარაბდა-კარწახის რკინიგზის მონაკვეთის დასრულების საკითხი რატომღაც წლების განმავლობაში არ წყდება. ეს სამუშაო 80%-მდე მიყვანილია და რატომღაც ვერაფრით ვერ დავასრულეთ. პასუხს ვერ გაგცემთ, ასე რატომ ხდება. მარაბდა-კარწახის რკინიგზის მონაკვეთზე არის უზარმაზარი სატრანზიტო პოტენციალი, უზარმაზარი თანხებია დახარჯული და ამის ბოლომდე მიყვანა საშუალებას მოგვცემს, რომ რკინიგზის ამ მონაკვეთზე დაიწყოს მუშაობა“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

უმრავლესობიდან გიორგი ქობულიასთან ღია ფორმატში შეხვედრას ესწრებიან ზაზა ხუციშვილი და შოთა შალელაშვილი. გიორგი ქობულიას უსმენენ უმრავლესობის ყოფილი წევრები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. პარლამენტში ყოფილი მინისტრის მოსასმენად მივიდა დავით უსუფაშვილიც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა