თბილისის მერია A კატეგორიის ტაქსებისთვის ქალაქში უფასო საპარკინგე ადგილებს 14 მისამართზე, 34 ადგილზე მოაწყობს

თბილისის მერია A კატეგორიის ტაქსებისთვის ქალაქში უფასო საპარკინგე ადგილებს 14 მისამართზე, 34 ადგილზე მოაწყობს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსის რეფორმის ფარგლებში, სიახლეები მომდევნო თვეების განმავლობაშიც შემოვა.

„თქვენ იცით, რომ A კატეგორიის ტაქსებისთვის ქალაქში გამოყოფილია საპარკინგე ადგილები. გუშინაც გვქონდა საუბარი საინიციატივო ჯგუფთან და მათ იმუშავეს ჩვენს საქალაქო სამსახურთან ერთად და წარმოადგინეს დამატებით 14 მისამართზე 34 ადგილზე საპარკინგე ადგილების გეგმა. ჩვენ ვიმუშავებთ და ამას გავაკეთებთ, რომ ტაქსის ლიცენზიის მქონე ტაქსებისთვის, A კატეგორიის ტაქსებისთვის პარკინგი იქნება დამატებული ამ 14 მისამართზე და ეს იქნება უფასო. საერთო ჯამში 437 ადგილია გამოყოფილი ქალაქში. ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს საინიციატივო ჯგუფთან. ამ რეგულაციებით ეს რეფორმა არ სრულდება, ამაზე ძალიან ბევრი გვაქვს ნასაუბრები. რა თქმა უნდა, სიახლეები შემოვა მომდევნო თვეების განმავლობაში და სრულ ინფორმაციას მივაწვდით როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე მოსახლეობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტრანსპორტი და განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული და იმ სატრანსპორტო პოლიტიკაში, რომელიც საკმაოდ დიდი და მასშტაბურია, ტაქსების რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას აუცილებლად მოვაგვარებთ და მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა