აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ ევროპაში სამხედრო სწავლების სერია დაიწყო

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ, ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, ევროპაში სამხედრო სწავლების სერია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სარდლობა საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლებათა სერია, სახელწოდებით Immediate Response, ხორვატიაში, უნგრეთსა და სლოვენიაში იმართება. აღნიშნული სწავლებები სარდლობის მიერ ადრე დაგეგმილი ექვსიდან პირველია, რომელიც ევროპაში 2019 წლის მაისიდან სექტემბრამდე გაგრძელდება. დანარჩენი სწავლება სექტემბერში დასრულდება და გაიმართება როგორც ნატოს წევრ ქვეყნებში - ბულგარეთში, გერმანიაში, ისლანდიაში, იტალიასა და რუმინეთში, ისე პარტნიორ ქვეყნებში - საქართველოსა და უკრაინაში.

„სამხედრო სწავლების სერიათა მიზანია ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნა, რომელიც მზად იქნება შეასრულოს სამხედრო ამოცანათა სრული სპექტრი. ეს შეთანხმებულია ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ამერიკის ეროვნული ინტერესების დასაცავად, რუსული აგრესიის შესაკავებლად და ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალ-მაიორმა ჯონ ჰილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა