ცენტრი „ემპათია“ მზადყოფნას გამოთქვამს, შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ ძალადობის ფაქტებზე, დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაუწიოს

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ 19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, ცენტრი „ემპათია“ -ს მულტი - დისციპლინური ჯგუფი მზად არის მიიღოს და დოკუმენტირება მოახდინოს 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი ძალადობის - ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური - ფაქტისა და დაზარალებულთ აღმოუჩინოს სამედიცინო, ფსიქო - სოციალური და იურიდიული დახმარება.

„დაზარალებულებს შეუძლიათ მოგვმართონ: ცხელი ხაზი: 599 885468; 599885428. თბილისი: კანდელაკის ქ. 23, ცენტრი „ემპათია“ -ს ოფისი. ასევე ზუგდიდში: ლაზის ქ. N 3, არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „დეა“, ასევე, პეტრე უბერის ქუჩა N1, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქსენონი“.

არჩევნებთან დაკავშირებით მშვიდობიან მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, ცენტრი „ემპათია“ მიმართავს ხელისუფლებას: საზოგადოების დაშინება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მეთოდებით, საერთაშორისო სტანდარტებით, განიხილება, როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა, შესაბამისად, წარმოადგენს კრიმინალურ ქმედებას. მოგიწოდებთ, მოახდინოთ ადეკვატური რეაგირება და პრევენცია ძალადობის ყოველგვარი გამოვლენის შემთხვევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს