მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, 2022 წლისთვის საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყოს 1500-1800 ლარის დიაპაზონში

ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ჩვენი მასწავლებლების საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო სტატისტიკურ ხელფასზეც კი მცირეა და ეს სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში, პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პედაგოგების ხელფასების ზრდა არის იმ ეროვნული იდეის ნაწილი, რომელიც არის ერთადერთი სწორი გზა, რათა საქართველო გახდეს წარმატებული სახელმწიფოდ და დაძლიოს მის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა.

“მე დავპირდი ჩვენს პედაგოგებს, რომ წელსვე დავიწყებდით ხელფასების ზრდას და შემოდგომიდან მასწავლებლების დიდ ნაწილს უკვე ხელფასი გაეზრდება. ამასთანავე, მე ძალიან აქტიური კომუნიკაცია მქონდა ჩვენს პედაგოგებთან. მათი სურვილი იყო და სამართლიანობის განცდიდან გამომდინარეც ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. კერძოდ, სახელმწიფო მზად არის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებიც წლების განმავლობაში ზრდიან ჩვენს თაობებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სისტემიდან წასვლას მოისურვებენ, 2 წლის კომპენსაცია გადაუხადოს იმ ძალიან დიდი ღვაწლისთვის, რაც თითოეული მათგანს აქვს ჩვენი განათლების სისტემის წინაშე. ჩვენი ეროვნული იდეის - განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პედაგოგი საქართველოში იყოს ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია, სადაც ღირსეული ანაზღაურება არსებობს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია, 2022 წლისთვის, საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500-1800 ლარის დიაპაზონში იყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა