თამარ ჩუგოშვილი - პოლიტიკური თანამდებობის პირებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ, თუმცა გიორგი გახარია თბილისშია და მისი პასუხისმგებლობა მართლწესრიგის უზრუნველყოფაა

„პოლიტიკური თანამდებობის პირებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, თუმცა გიორგი გახარია თბილისშია და მისი პასუხისმგებლობა მართლწესრიგის უზრუნველყოფაა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ ოპოზიციის განცხადებით, ზუგდიდში შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გახარიაა.

მისი თქმით, შტაბის უფროსი ყავს, ის ზუგდიდშია და ხელმძღვანელობს პროცესს.

„სხვა პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, როგორც ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, შესაძლებელია, თავიანთი პოზიცია ჰქონდეთ, მათ შორის, შეუძლიათ მონაწილეობის მიღებაც - ეს პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ნორმალური პროცესია. გიორგი გახარია თბილისშია და მისი პასუხისმგებლობა არის ის, რომ საარჩევნო პროცესში მართლწესრიგი იქნას უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

მანვე ზუგდიდის საკრებულოს წევრ გია დანელიასთან და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ჩანაწერზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ, შეუძლებელია.

„ის ტექსტი, რაც ამ ჩანაწერში ისმოდა, სრული აბსურდია. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ გუშინვე დაიწყო გამოძიება და ძალიან მალე ველოდებით ამ გამოძიების შედეგებს, ვინაიდან ჩვენს ინტერესებში შედის, რომ დროულად გაირკვეს, ან რა ჩანაწერია საერთოდ, ან რა დავალებაზე საუბრობს ეს ადამიანი და საერთოდ, საუბრობს თუ არა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა