დავით საგანელიძემ PABSEC-ის საკომიტეტო სხდომებში  მიიღო მონაწილეობა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბათუმში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კომიტეტების სხდომებში მონაწილეობს.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, დავით საგანელიძე სამუშაო სხდომებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტებში ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით ესწრება.

მათივე ცნობით, PABSEC-ის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა, ასევე, ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის კომიტეტებზე დელეგატები მსჯელობენ თემებზე: „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება“, ასევე, ,,სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი დემოკრატიის განმტკიცებაში".

„PABSEC-ის საკომიტეტო სხდომის ფორმატში, განვიხილეთ საქართველოსთან, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მყოფ ქვეყნასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. აგრეთვე, ისეთი სექტორების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა: ვაჭრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სხვა ეკონომიკური მიმართულებები. ჩვენთვის პრიორიტეტია რეგიონში სტაბილურობის განმტკიცება და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტებში საქართველოს როლის გაზრდა“, - განაცხადა დავით საგანელიძემ მედიასთან კომენტირებისას.

PABSEC-ის სხდომაზე დელეგატებმა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებასა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზების ჰარმონიზაციის შესახებ იმსჯელეს. ასევე, ხაზი გაესვა წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების პერსპექტივებს.

ცნობისთვის, ორი დღის განმავლობაში პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი მსჯელობს. კომიტეტების სხდომებში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა, PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ დანელიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეებმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო