გიორგი ქობულია - თუკი საჯარო მოხელეების ხელფასებში ეკონომიას ვაკეთებთ და კვალიფიკაციის თვალსაზრისით კომპრომისზე მივდივართ, ათასობით მეტს ვკარგავთ ცუდი ხარისხის გადაწყვეტილებებით

თუკი დღეს ჩვენ სახელმწიფო მოხელეების ხელფასებში ეკონომიას ვაკეთებთ და ამით კვალიფიკაციის თვალსაზრისით კომპრომისზე მივდივართ, ათობით და ათასობით მეტს ვკარგავთ ცუდი ხარისხის გადაწყვეტილებებით, რასაც არაკვალიფიციური ხალხი იღებს, - ამის შესახებ პარლამენტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დეპუტატთა ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა.

ქობულიამ ხაზი გაუსვა სახელმწიფო თანამდებობებზე მაღალი კვალიფიკაციის მენეჯერების ყოფნის მნიშვნელობას, რაც, მისივე თქმით, შედეგების მომტანია.

“ჩვენ კვალიფიციური მენეჯერები გვჭირდება, რაშიც დარწმუნებული ვარ. ეს მარტო საქართველოს გზა არ არის. ასეთი გზა ბევრმა წარმატებულმა ქვეყანამ განვლო, რომლებიც ათეული წლის წინ ჩვენს დღეში იმყოფებოდნენ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ყოფილმა მინისტრმა ისიც დასძინა, რომ სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდა მოხელეთა რაოდენობის ზრდაში აისახა და არა ხარისხში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა