გიორგი ქობულია - ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა

ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა, - ასე უპასუხა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის კითხვას, რომელიც ქობულიას სახლის ქურდობასა და თანამდებობიდან გაშვების საკითხებს შორის კავშირს ეხებოდა.

„თქვენი სახლის ქურდობა მინიშნება ხომ არ იყო, რომ თანამდებობა უნდა დაგეტოვებინათ თქვენი ნებით“, - ჰკითხა ყოფილ მინისტრს დავით ჭიჭინაძემ.

ქობულიამ კი აღნიშნა, რომ მინიშნება ამ ფაქტამდე გაცილებით ადრე მიიღო.

„მე ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა. ამიტომ არ მგონია ეს რამე კავშირში იყოს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა