სადაზღვევო შემთხვევებზე „ალდაგის“ მოპედების ეკიპაჟი გადის

სადაზღვევო შემთხვევებზე „ალდაგის“ მოპედების ეკიპაჟი გადის. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი“ ავრცელებს.

,,თბილისში გაზრდილი საცობები პრობლემაა არამარტო მოქალაქეებისთვის, არამედ იმ კომპანიებისთვისაც, რომელთა მომსახურების ხარისხი პირდაპირ კავშირშია გადაადგილების სისწრაფესთან.

როდესაც სადაზღვევო კომპანიაში მომხმარებლის მხრიდან შეტყობინება შედის, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაზღვევო წარმომადგენელი კი დაახლოებით 40 წუთის შემდეგ აღწევს შემთხვევის ადგილზე, სადაც ან ლოდინისგან გაღიზიანებული კლიენტი ხვდება, ან ყველა პროცედურა დასრულებულია სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის გარეშე, რაც ცალკე პრობლემაა სრულყოფილი სერვისის გაწევისთვის.

სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგმა“ ამ პრობლემას მარტივი გამოსავალი მოუძებნა - უკვე ორი თვეა, ალდაგის წარმომადგენლები სადაზღვევო შემთხვევებზე მოპედებით მიდიან! შედეგად, ნაცვლად 40 წუთისა, შემთხვევიდან 15-20 წუთში მოპედის ეკიპაჟი უკვე ადგილზეა და სრულფასოვან მომსახურებას უწევს დაზღვეულს - იღებს ფოტოებს შემთხვევის ადგილზე და მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციას დეტალურად აწვდის.

ასევე, მოპედების ეკიპაჟის დანერგვიდან 2 თვეში ,,ალდაგმა“ საგრძნობ გაუმჯობესებას მიაღწია მომსახურების ნაწილში: დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა სადაზღვევო შემთხვევებზე გამოცხადების რაოდენობა დღეში; მოპედების დახმარებით, შემთხვევების 92% დაფარულია.

მოპედების ეკიპაჟები მუშაობენ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10:00-დან 19:30-მდე (დანარჩენ დროს და კვირა დღეს კი შემთხვევის ადგილზე მენეჯერები ავტომობილებით გადიან). დღეისათვის ეს სერვისი მხოლოდ თბილისში მუშაობს, სადაც საცობების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მომავალში იგეგმება ანალოგიური სერვისის განვითარება სხვადასხვა რეგიონშიც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა