თანამშრომლების განვითარების თანამედროვე გზა - რას სთავაზობს „საქართველოს ბანკი“ თანამშრომლებს

მსოფლიოში ცნობილი სპიკერები და ბიზნესკონსულტანტები აღნიშნავენ, რომ მენეჯერის მთავარი მოვალეობაა, თანამშრომლები მოტივირებული და კმაყოფილები იყვნენ. აღნიშნულის მისაღწევად კი არაერთი ინსტრუმენტი არსებობს. კომპანიები და დეველოპერები ქმნიან სხვადასხვა პლატფორმებს და ახორციელებენ მრავალფეროვან პროექტებს, რომ თანამშრომლების ურთიერთობა ერთმანეთსა და მენეჯმენტთან უფრო ღია და მეგობრული იყოს.

ამ კუთხით გამორჩული სიახლე შესთავაზა თანამშრომლებს საქართველოს წამყვანმა ბანკმა „საქართველოს ბანკმა“. სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ საკუთარი თანამშრომლებისთვის ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace დანერგა. ეს არის Facebook-ის მიერ შექმნილი ბიზნესპლატფორმა კომპანიებისთვის, რომელიც თანამშრომლების თანამედროვე საკომუნიკაციო არხს წარმოადგენს. როგორც „საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, Workplace-ის დანერგვის მიზანი თანამშრომლებისთვის თანამედროვე საკომუნიკაციო არხის შეთავაზებაა.

„თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის აქტიურ საშუალებას წარმოადგენს ჩვენი ტელეფონები თუ Facebook-ის პირადი შეტყობინებები, სამსახურში - ელექტრონული ფოსტა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ ჩვენი 7000 თანამშრომლისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან უკეთეს და გასხვავებულ საქართველოს, შეგვეთავაზებინა უფრო კომფორტული, თანამედროვე, დინამიური და საინტერესო პლატფორმა ინფორმაციის მიღებისა და გაზიარებისთვის. ჩვენი მიზანია, გუნდის თითოეულ წევრს შევუქმნათ ახალი სამუშაო სივრცე, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, ქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ინტერესების გაზიარებისთვის და პროაქტიულობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები Workplace-ით ისარგებლებენ არასამუშაო დროსაც. ოპერატიულად მოიძიებენ სწორედ მათ ინტერესებზე მორგებულ, საჭირო და საინტერესო ინფორმაციას. გვჯერა, რომ როდესაც კომპანიის კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია გამჭვირვალობასა და თანამშრომლების განვითარებაზე, ასეთ დროს თითოეულ თანამშრომელს უკეთესად ესმის მისი საქმიანობის რეალური ღირებულება“,- განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“ არის ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც თანამშრომლებისთვის Workplace-ის შიდა პლატფორმას - გამჭვირვალობის, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატისა და მეტი ეფექტურობის მიზნით დანერგა. სიახლე კიდევ უფრო მეტად წაახალისებს საერთო ინტერესების მქონე ჯგუფების ინტერაქციას, ინფორმაციის ოპერატიულად მიმოცვლას როგორც თითოეული თანამშრომლის, ასევე მენეჯმენტის მხრიდან.

Workplace-ის ინტერფეისი და ფუნქციონალი არის მსოფლიოში ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის ანალოგი. ის თანამედროვე და ადაპტირებული სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, მათ სამომავლო განვითარებას.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო