გიორგი ქობულია - პანკისში ასეთი პატარა ზომის ჰესთან დაკავშირებით ასეთი უსიამოვნო სიტუაციის ჩამოყალიბება ალბათ, არაოპტიმალურია

ჩემი აზრით, პანკისში ასეთი პატარა ზომის ჰესთან დაკავშირებით ასეთი უსიამოვნო სიტუაციის ჩამოყალიბება ალბათ, არაოპტიმალურია, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჰესების მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკის განვითარებისთვის ეს აუცილებელია.

„ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა, სადაც არ ვთვლი, რომ დამაკმაყოფილებლად ვმუშაობთ, ეს არის ხალხთან კომუნიკაცია. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ რომ არ ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, სხვანაირად მოვიქცეოდით და რადგან ვართ, გვჭირდება ხალხთან კომუნიკაცია, სადაც ხალხს ავუხსნით და გავაგებინებთ რა არის ამა თუ იმ პროექტის სიკეთე. ჩემი აზრით, ასეთი პატარა ზომის ჰესთან დაკავშირებით ასეთი უსიამოვნო სიტუაციის ჩამოყალიბება ალბათ, ბუნებრივად არაოპტიმალურია. გვაქვს ასაშენებელი უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგურები, რაც ვთვლი და ვაცხადებ, რომ აუცილებლად არის ასაშენებელი. რა თქმა უნდა, გარემოს პირობების უმაღლესი სტრანდარტების დაცვით. ის, რაც დაპროექტებულია არის ევროსტანდარტების უმაღლეს დონეზე. გაკეთებულია საჭირო კვლევები. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რომელიმე შემთხვევაში უგულებელოფილიყო გარემოს დაცვის ან მოსახლეობის დაცვის რომელიმე ასპექტი. ამ პროექტების შესრულება ჩვენი ეკონომიკისთვის იქნება მამოძრავებელი ძალა შემდეგი 5-6 წელი", - განაცხადა ქობულიამ.

რაც შეეხება პოლიციის შეყვანას პანკისის ხეობაში, ქობულიას თქმით, მისი მინისტრობის დროს ამაზე საუბარი არ ყოფილა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო