რომან გოცირიძე - მთავარ კითხვაზე პასუხი მივიღეთ - ქობულია იმის გამო მოხსნეს, რომ არაფორმალური მმართველობის წესებს  არ დაემორჩილა

ჩვენ მივიღეთ პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რატომ გაათავისუფლეს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულია - ქობულია იმის გამო მოხსნეს, რომ ის ქვეყანაში არსებულ არაფორმალური მმართველობის წესებს არ დაემორჩილა, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ყოფილ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქობულია თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილმა გაათავისუფლა, ხოლო მისი გათავისუფლების პროცესში შუამავალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო.

“მთავარი პრობლემა, რაც გიორგი ქობულიამ ახსენა არის ის, რომ ძალიან ბევრი პროექტი, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო იყო, პოლიტიკური მიზეზების გამო არ ხორციელდებოდა და ბევრი ცუდი რამ, რის გაკეთებასაც ქობულიამ ხელი შეუშალა, მისი ხელისუფლებიდან გაშვების მიზეზი აღმოჩნდა. როგორც მან თქვა, მთავრობაში „უცხო სხეულად“ განიხილავდნენ - უცხო გარიყეს და ამ უცხომ პირველად გაბედა, რომ მმართველობის ის მახინჯი წესი ემხილა, რაც დღეს საქართველოშია დამკვიდრებული“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს