ლევან გოგიჩაიშვილი - ქობულიაში ის ადამიანი ვერ დაინახეს, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომფორტს შეუქმნიდა, ისე როგორც მურუსიძე და ჩინჩალაძე უქმნიან

გიორგი ქობულიაში ის ადამიანი ვერ დაინახეს, რომელიც პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომფორტს შეუქმნიდა, ისე როგორც მას კომფორტს სასამართლოში მურუსიძე და ჩინჩალაძე უქმნიან, - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

გოგოჩაიშვილის აზრით, ქობულია ივანიშვილის ხასიათთან თანხვედრაში ვერ მოვიდა და ამიტომ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გიორგი ქობულიამ ისაუბრა ზუსტად იმაზე, რაც ჩვენ ვიცოდით და რისი დადასტურებაც მისგან გვინდოდა. შეიძლება მას დღეს სიმძაფრით არ უსაუბრია, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან საკითხს და პრობლემას შეეხო - ეს არის მმართველობის პრობლემა, ეს არის გაჩერებული ბიუროკრატია, ეს არის პარტიის თავმჯდომარესთან დაახლოებული ოდიოზური ბიზნესმენები - მათი ინტერესები და ცხვირის ჩაყოფა ქვეყნის ეკონომიკაში“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო