გიორგი კანდელაკი - პომპეოსა და პუტინის შეხვედრაზე საქართველოზე საუბარი არ ყოფილა - მთავრობა არ მუშაობს იმაზე, რომ ასეთი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხი დადგეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართულ შეხვედრაზე საქართველოზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ პრეტენზია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, რომელიც არ მუშაობს იმაზე, რომ როცა ასეთ დონეზე ხდება შეხვედრები რუსეთის ლიდერებთან, საქართველოს საკითხი დადგეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გუშინ პარლამენტის სხდომაზე ვისაუბრეთ ამ საკითხზე და იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოს მთავრობა იმუშავებდა იმისათვის, რომ საქართველოს საკითხი, დეოკუპაციის საკითხი და ჩვენი თემები ამ შეხვედრაზე დამდგარიყო, მაგრამ ეს ასე ამჯერადაც არ მოხდა. ჩვენ, „ევროპულ საქართველოს" პრეტენზია გვაქვს არა აშშ-სთან, არამედ მადლიერი ვართ მათი, რომელიც მთელი წლების განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ პრეტენზია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, რომელიც არ მუშაობს იმაზე, რომ როცა ასეთ დონეზე ხდება შეხვედრები რუსეთის ლიდერებთან, საქართველოს საკითხი დადგეს", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამასთან, კანდელაკმა საქართველოს მთავრობას ლობისტებზე დახარჯული თანხების მიზნობრიობა დაუწუნა.

„გუშინ ასევე წარვადგინეთ დოკუმენტი, რას ავალებს საქართველოს მთავრობა საკუთარ ლობისტებს, რომელსაც ფულს ჩვენი ჯიბიდან უხდის. ირკვევა, რომ იმ დავალებებში, რასაც საქართველოს მთავრობა გასცემს ლობისტებზე, არ ფიგურირებს საერთოდ ის, რომ ასეთ შეხვედრებზე, რომელიც გუშინ გაიმართა, საქართველოს საკითხი წამოწეული იყოს. ეს ჩვენი ქვეყანისთვის ძალიან საზიანო ფაქტია“, - განაცხადა კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა