ჭავჭავაძის გამზირზე აქციისას დაკავებულ პირებს 1500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ

ვახუშტი მენაბდის, კახა ავალიშვილის, ცოტნე ცხვედიანის, გიორგი კობახიძის, გიორგი სოფრომაძისა და დავით სუბელიანის მიმართ სამართალდარღვევის პროცესი შეწყდა და ყველა მათგანს 1500-1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ყველა მათგანის დაჯარიმების თაობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, დაკავებული პირები: კახა ავალიშვილი, ცოტნე ცხვედიანი, ვახუშტი მენაბდე,

გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, დავით სუბელიანი 2 აპრილს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ექვსივე პირი საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული. დაკავებულთა შორის კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრი დავით სუბელიანი იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა. მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი ამოიყვანეს. 8 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ კი, მეორე ცხედარიც იპოვეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა დაეკისრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს