კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ტელეკომპანია ,,ოდიშის“ წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ტელეკომპანია ,,ოდიშის“ წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტს ეხმიანება. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 14 მაისს, ,,ოდიშის“ გადაცემა ,,ლუსტრაციის“ ჩაწერისას რესპონდენტს, ზუგდიდის მერობის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსს დაუპირისპირდნენ. ამასთან, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გადამღებ ჯგუფს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მიგვაჩნია, რომ გადამღებ ჯგუფთან მიმართებაში ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას - იძულებას, ჟურნალისტმა თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან. მნიშვნელოვანია საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული, დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აუცილებლად მიიჩნევს, ყველა მხარემ გაიაზროს მედიის როლი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. სწორედ მედიის წარმომადგენლების მხრიდან ხდება მოსახლეობის ინფორმირება იმ საარჩევნო საკითხებზე, რომელიც დაეხმარება კენჭისყრის დღეს გადაწყვეტილების მიღებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო