გიორგი ქობულიას განცხადებით, ფილარმონიასთან დაკავშირებით მისი პოზიცია იყო, რომ ის  სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტს გადასცემოდა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ფილარმონიასთან დაკავშირებით მისი პოზიცია იყო, რომ ის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტს გადასცემოდა, რომლიც სახელმწიფო სსიპ-ია.

როგორც ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატთა ჯგუფთან შეხვედრისას აღნიშნა, ფილარმონიის საკითხი ერთ-ერთი კარგი მაგალითია, რაშიც მან თანხმობა ვერ მიიღო.

„კვლევამ, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, აჩვენა, რომ რთულია ასეთი ტიპის საკონცერტო დარბაზები კერძო სექტორის მიერ იყოს მართული - წარმოუდგენლად რთულია. ასეთი ტიპის დარბაზები არის სახელმწიფოს დოტაციაზე. ჩვენნაირ ქვეყანაში რამდენი ბილეთი უნდა გაიყიდოს, რომ საკონცერტო დარბაზი კომერციულმა სექტორმა ამუშაოს. ჩემი აზრით, ალბათ კომერციულმა სექტორმა მისი სათანადოდ მართვა ვერ შეძლო. ჩემი აზრი იყო, რომ ეს სახელმწიფოს გადასცემოდა - ყველაზე ობიექტური და ოპტიმალური იყო, რომ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტს გადასცემოდა, რომლიც სსიპ-ია. იქ იყო შესანიშნავი პროგრამა და ჰქონდათ შესანიშნავი ხედვა, თუ რა გაეკეთებინათ“, - განაცხადა ქობულიამ დეპუტატებთან შეხვედრისას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა