​საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა რიგაში თავისუფლების მონუმენტი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა, დელეგაციებთან ერთად, პატივი მიაგეს ლატვიის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს. სალომე ზურაბიშვილმა დღესვე ლატვიის რესპუბლიკის ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა და მუზეუმის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტს ლატვიის რესპუბლიკის ოკუპაციის მუზეუმის დირექტორმა გუნარს ნაგელსიმ უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმის დათვალიერების შემდეგ საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა