ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ნიკა მელია და პოლიციელები, ასევე, საკრებულოს წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ დეპუტატი ნიკა მელია და სამართალდამცველები, ასევე, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები. საკრებულო ადმინისტრაციის შენობაში მდებარეობს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განმარტებით, ისინი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე, საკრებულოს წევრ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდნენ. მისი თქმით, მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკრებულოში ჟურნალისტები არ შეუშვეს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ლაშა გვასალიას ცნობით კი, მდგომარეობა გაერთიანებული ოპოზიციის პროვოკაციების შემდეგ დაიძაბა. კერძოდ, გვასალიას განმარტებით, მას ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ დროისთვის გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. გაერთიანებული ოპოზიციის წერილი კი, რომელშიც გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ, არსებული ინფორმაციით, დარეგისტრირდა.

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ნიკა მელია და პოლიციელები, ასევე, საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა