ნინო ბურჯანაძე  ევროსაბჭოს სპეციალურ წარმომადგენელს  კრისტიან ურსეს შეხვდა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებთან შეხვედრას კვლავ აგრძელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ნინო ბურჯანაძე პირადად იცნობს ელჩების უმეტესობას და ყველა მისი შეხვედრა არის საინტერესო და საქმიანი. ამჯერად, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი საქართველოში ევროსაბჭოს სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან ურსეს შეხვდა. მათ ისაუბრეს არსებულ საარჩევნო გარემოზე და სასამართლო რეფორმის საკითხზე.

ნინო ბურჯანაძემ კრისტიან ურსესთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უაღრესად მძიმე დარღვევების ფონზე წარიმართა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დარღვევები ეუთოს დასკვნაში იქნა ასახული.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებას, რის გამოც „დემოკრატიული მოძრაობა“ პარლამენტს მიღმა დარჩა. პარტიის ლიდერს მიაჩნია, რომ არჩევნების შედეგების ფალსიფიცირება არ გახდა ისეთი ყურადღებისა და მსჯელობის საგანი, როგორსაც იმსახურებდა და სწორედ ასეთმა არასათანადო ყურადღებამ წაახალისა საქართველოს ხელისუფლება, რომ მეტი გამბედაობით გაეყალბებინა 2018 წლის არჩევნები.

ნინო ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი იქნება უფრო მაღალი და ბიძინა ივანიშვილი ვეღარ შეძლებს წითლი ხაზის გადაკვეთას.

ასევე საუბარი შეეხო ვენეციის კომისიის პოზიციასაც, როგორც საარჩევნო კოდექსთან ასევე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ქვეყანას, რომელსაც სურს ევროპასთან დაახლოება და ევროკავშირის წევრობა, აუცილებელია ყურადღება გაამახვილოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე და არ დატოვოს ის განხილვის გარეშე.

ნინო ბურჯანაძემ წუხილი გამოთქვა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების არათუ განხილვა არ მომხდარა, არამედ ხელისუფლებამ მას სრული იგნორირება გაუკეთა, რაც მიუღებელია ისეთი ქვეყნისთავის, რომელიც თავის ორიენტირად ევროპას ასახელებს.

ნინო ბურჯანაძემ კრისტიან ურსეს „დემოკრატიული მოძრაობის“ სამომავლო გეგმები გააცნო, მათ შორის ისაუბრა პარტიის დელეგატთა ყრილობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება. ამასთანავე პარტიის ლიდერმა აქცენტი გააკეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც „დემოკრატიული მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს და იბრძოლებს, რომ ამომრჩევლის თითოეული ხმა დაიცვას, რათა ხელისუფლებამ ისევ არ მიისაკუთროს ხები, როგორც ეს ყველა წინა არჩევნებში გააკეთა.

საუბრის ბოლოს ხაზი გაესვა ევროპის რამოდენიმე წამყვან გამოცემას, სადაც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ხედვებთან დაკავშირებით პუბლიკაციები გამოქვეყნდა. ეს ფაქტი კრისტიან ურსემ დადებითად შეაფასა და ნინო ბურჯანაძეს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რაზეც პარტიის ლიდერმა უპასუხა, რომ ის მომავალში უფრო აქტიურად გამოჩნდება, როგორც ბრიუსელში ასევე სტრასბურგში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო