ანონსი  16 მაისი

16 მაისს, 09:45 საათზე, ტექნოპარკში ინოვაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი გახსნის.

მის: ინოვაციის ქუჩა N 7 ოქროყანა

16 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირის) წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

16 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA) ეგიდით სოციალური პარტნიორები კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის CSR/RBC წახალისების შესახებ იმსჯელებენ.

მის.:. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი

საკონტაქტო : ცირა იობაშვილი 598 544 415

16 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, ევროპის ფონდის კვლევის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც უპასუხებს კითხვას, რამდენად სწორად იხარჯება საჯარო ფინანსები შშმ პირთა რეალური ინკლუზიისა და თანამონაწილეობისათვის.

16 მაისს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაციის, ,,ღია მმართველობის ხელშეწყობის პროგრამის’’ ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილი სტუდენტებს შეხვდება გაეროს მე5 მიზანთან მიმართებით შერჩეულ თემაზე, რომელიც შეეხება გენდერულ თანასწორობასა და ამ საკითხის ირგვლივ არსებულ საკანონმდებლო საქმიანობას.

საკონტაქტო პირი: 557 49 47 24 ქრისტინე კიკალიშვილი

მის: A კორპუსის კინოდარბაზი

16 მაისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

16 მაისს, 11:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციას ჩაატარებს : "საქართველო-შვედეთის ურთიერთობები, საქართველოს ევროპული მომავალი".

16 მაისს, 11:00 საათზე, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: 17 მაისი - ოჯახის სიწმინდია დღე, რა ფორმით ერთვება „ქართული მარში“ საპატრიარქოს ღონისძიებებში და რომელ ქუჩებს, რა ფორმით დაიკავებენ „მარშელები“.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

16 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმროში „HOLIDAY INN“ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი.

თემა: 4 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია AIR MALTA იწყებს. ღონისძებას დაესწრებიან ავიაკომპანიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში AIR MALTA-ს კომერციული წარმომადგენელი „ინტერკო თრეველ ჯგუფის“ ვიცე-თავმჯდომარე ზურაბ შარაშენიძე.

16 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში”, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველო-ლიბანის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.N29

16 მაისს, 11:00 საათზე, "2020NEWS"-ის პრესკლუბში ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი და წამების მსხვერპლი წარმოადგენენ არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობის ფაქტებს. მის: პეკინის 34. ბიზნეს-ცენტრი „საბურთალო“ მესამე სართული.

საკონტაქტო: 514 33 49 49

16 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე დოდო გუგეშაშვილი და ფონდ „მოლოდინის“ წევრი ბელა ზალდასტანიშვილი განცხადებას გააკეთებენ.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო.: 593 53 45 24

16 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული 12 დირექტორის საქმეზე პროცესი გაიმართება.

16 მაისს, 13:00 საათზე, საია წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს და მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას გააკეთებს.

მის: კახიძის #15 (საიას ოფისი)

16 მაისს, 13:00 საათზე, დეკანოზი გიორგი კიკვიძე, საქართველოს საპატრიარქოს სახელით, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე და საპატრიარქოს ღონისძიებები და მოწოდება საქართველოს მოსახლეობას.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

16 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი კობა ნარჩემაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

თემა: „სტუდენტური პარლამენტის ჩართულობა ქვეყნის ახალგაზრდულ პოლიტაკში“.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

16 მაისს, 14.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ იფისში ბრიფინგი გაიმართება.

16 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებაში ბრალდებული მსახიობის რეზი ნასიძის პროცესი გაიმართება.

16 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მრგვალ მაგიდას გამართავს, რომელზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მოსაზრებებს განიხილავენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგან ფიცჯერალდი, საკანონმდებლო მხარდაჭერის ოფიცერი ანა-ლიზა შატელენი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, OSCE/ODIHR-ის ექსპერტი ანდრაშ შაიო და იურისტების საერთაშორისო კომისიის საპატიო წევრი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, კუებეკის ადამიანის უფლებათა ტრიბუნალის ყოფილი პრეზიდენტი (1990-2010), OSCE/ODIHR-ის ექსპერტი მიშელ რივე.

მის.: სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, შოთა რუსთაველის გამზირი N13

16 მაისს, 14:00 საათზე, კომპანია „კადევე საქართველოს“' დასაქმებულების მხარდასაჭერი აქცია ''სოლიდარობა დისტრიბუტორებს'' გაიმართება. აქციის ორგანიზატორი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული მოძრაობაა.

მის: გურამიშვილის 64

16 მაისს, 15:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კარდიოლოგებს შეხვდება და მედიკამენტებით უზრუნვეყოფის პროგრამის სიახლეებს გააცნობს.

მის: ეროვნული სასწავლო ცენტრი - აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი (კლინიკა ლანცეტის გვერდით)

საკონტაქტი: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

16 მაისს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები, ბათუმის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

მის: ბათუმის, N1 საჯარო სკოლა (დ. თავდადებულის N47).

16 მაისს, 19:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში გაიმართება.

მის: რუსთაველის გამზ. #6

16 მაისს, 20:00 საათზე, კინო რუსთაველის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართება საჯარო კინოჩვენება.

თემა: ერთად გავაპროტესტოთ კულტურული სივრცეების გასხვისება და მოვითხოვოთ მუნიციპალური კინოთეატრის დაარსება. დასწრება თავისუფალია. მის: კინო რუსთაველი.

საკონტაქტო : 555 25 29 60 თამარ ჯაყელი

ზესტაფონი 16 მაისი

განათლება - მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე;

12:00 საათი - სოფელი დილიკაური - ახალი სკოლის გახსნა,დათვალიერება 13:00 საათი - სოფელი ზედა საქარა - სკოლის მშენებლობის დათვალიერება; 14:00 საათი - სოფელი არგვეთა - ასაშენებელი სკოლის ტერიტორიის დათვალიერება; 15:00 საათი - ზესტაფონი, ფეროს კლუბი - პედაგოგებთან შეხვედრა;

ინფრასტრუქტურა - მაია ცქიტიშვილი

17:00 საათი - სოფელი საზანო+ზოვრეთი - მოსახლეობასთან შეხვედრა 18:30 - შროშა+ძირულა - მოსახელობასთან შეხვედრა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს