ივანე მაჩაბლის ქუჩაზე 19 მაისამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

თბილისში ივანე მაჩაბლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 15 მაისის 20:00 საათიდან 19 მაისამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მოძრაობა აიკრძალება გიორგი ლეონიძის და ივანე მაჩაბლის ქუჩების კვეთიდან ივანე მაჩაბლის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთამდე. ავტომანქანები იმოძრავებენ გერონტი ქიქოძის და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩების გავლით, სასურველი მიმართულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა