ნათია თურნავა  -  განვიხილავთ „ფლაი ასტანას“ დაბალბიუჯეტიანი ფრენების დაწყებას, დიდი ალბათობით, ქუთაისის მიმართულებით

ჩვენ განვიხილავთ ურთიერთთანამშრომლობის ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის აღსანიშნავია ორი ინიციატივა, სადაც წინ წავიწიეთ - ეს არის ყაზახური ხორბლის დაბრუნება ქართულ ბაზარზე და „ფლაი ასტანას“ დაბალბიუჯეტიანი ხაზის შემოყვანა საქართველოში“ - ეს განცხადება ნათია თურნავამ ყაზახეთში ვიზიტის დროს მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

„ფლაი ასტანას“ დაბალბიუჯეტიანი ხაზის ამოქმედება არის ძალიან კარგი შემოთავაზება ჩვენთვის, რადგან ვითარდება ტურიზმი, იზრდება ვიზიტორების რიცხვი და ღრმავდება ჩვენი ეკონომიკური კავშირები ყაზახეთთან. ავიაკომპანიის ფრენების დაწყებას, დიდი ალბათობით, ვფიქრობთ ქუთაისის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნის მიმართულებით მგზავრობის მსურველთათვის, რადგან ბილეთების ღირებულება იქნება საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო