ნათია თურნავა  -  ყაზახეთთან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს,  რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას

ერთობლივად ავიღეთ ორიენტირი, რომ დღევანდელი საერთო სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის გავაორმაგოთ უახლოეს ორ წელიწადში და ეს სრულიად მიღწევადია- ამის შესახებ ყაზახეთში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა ყაზახეთში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

„ყაზახეთთან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს - ეს არის ე.წ. „საგზაო რუკა“ ვაჭრობის სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომ გავაფართოვოთ ორმხრივი ვაჭრობა. ერთობლივად ავიღეთ ორიენტირი, რომ დღევანდელი საერთო სავაჭრო ბრუნვა გავაორმაგოთ უახლოეს ორ წელიწადში და ეს სრულიად მიღწევადია. ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განვიხილეთ და ვფიქრობთ, რომ ყაზახეთთან ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება-განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო