ზუგდიდში მყოფმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ სანდრა რულოვსის ინტერვიუს დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე გელა კვარაცხელიას გათავისუფლება მოითხოვა

კონსტანტინე გამსახურდიას 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე - გამსახურდია ზუგდიდში იმყოფება. ის ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მივიდა და მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ინტერვიუს დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე გელა კვარაცხელიას გათავისუფლება მოითხოვა.

„გუშინ აიყვანეს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც დაკავებულ იქნა იმისთვის, რომ მან არ აპატია რულოვსს და მის ე.წ მეუღლეს ზვიად გამსახურდიას დაუმსახურებელი ლანძღვა, საქართველოს გარყვნა და გაყიდვა. მე მივმართავ პოლიციას, თუ ის პიროვნება გათავისუფლდებული არ არის, მომიყვანოს ახლავე აქ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე აქედან არსად არ წავალ და დავჯდები აქ. რულოვსი უვარდება საკრებულოს, რულოვსი უვარდება ოჯახებს. ესენი არამზადები არიან“, - განაცხადა შეხვედრაზე მანანა არჩვაძე-გასახურდიამ.

შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა არჩვაძე-გამსახურდიასა და ერთ-ერთ ჟურნალისტს შორის. მან პირველი პრეზიდენტის მეუღლეს კითხვა დაუსვა, იყო თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგზავნილი, რაზეც არჩვაძემ უპასუხა, რომ „თქვენ ხართ პროვოკატორი“. მისივე თქმით, ის ზუგდიდში საქართველოს გამო იმყოფება. მასთან ერთად ზუგდიდის ბულვარში ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები და მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ყოფილი ლიდერი კახა მიქაია იმყოფებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო