საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

14-15 მაისს თბილისში საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს..

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნის ინვესტორებს ერთმანეთის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება, ასევე ხელს შეუწყობს სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას. აღნიშნული პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებას.

მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებულ ტექსტს განხილული საკითხებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ და დასახეს შემდგომი ნაბიჯები შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებების დასრულების მიზნით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს