ლევან კობერიძე - რას ნიშნავს პრემიერ-მინისტრი არ აპირებს პასუხების გაცემას?! ძალიან კარგადაც მოუწევს

რას ნიშნავს პრემიერ-მინისტრი არ აპირებს პასუხების გაცემას?! ძალიან კარგადაც მოუწევს! - ეს განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა და ამ წინადადებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს ეკონომიკის ყოფილ მინისტრზე გაკეთებულ განცხადებებს.

„ ვინმე პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს იმას კი არ სთხოვს, ქობულია დააბრუნოს მინისტრის თანამდებობაზე, აქ საუბარია იმაზე, რა ბრალდებებიც და თემებიც გააჟღერა და რა ხედვებიც წარმოადგინა, იმ ხედვების შესაბამისი არის თუ არა ახალი მინისტრის მოქმედებები ან იქნება თუ არა?! ეს ერთი და მერე მეორე, რაც ქობულიამ თქვა „ეს ხდება იქო“, შესაბამისად ამაზე რა არის პრემიერი პასუხი. რას ნიშნავს, პრემიერი არ აპირებს პასუხის გაცემას?! პრემიერს პარლამენტი ამტკიცებს და შესაბამისად პარლამენტის წინაშე არის ანგარიშვალდებული, საზოგადოების და ხალხის წინაშე. რას ნიშავს არ აპირებს?! ძალიან კარგადაც მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს კითხვები დაისვა უკვე ამ კითხვებს ესაჭიროება პასუხები“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო