კახა კალაძე ზუგდიდის მოვლენებზე - კატეგორიულად მიუღებელია ხელის შეშლა საარჩევნო კამპანიის დროს,  ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული

ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ხელის შეშლა საარჩევნო კამპანიის დროს. რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული, კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველაფერი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

თბილისის მერის განმარტებით, ზუგდიდში, სადაც მერის შუალედური არჩევნები ტარდება, ხელისუფლება არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარებას უზრუნველყოფს.

„ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება. არჩევნებს რაც შეეხება, ზოგადად, უბრალოდ, ყოველთვის ერთნაირად ხდება, როდესაც არჩევნები არის, მაქსიმალურად ხდება ხოლმე რაღაც ვითარების დაძაბვა. შეიძლება ეს ხელოვნურადაც ხდებოდეს. მე, ამასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, რასაც ჩვენ აუციოლებლად ვუზრუნველყოფთ“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს გავრცელებულ ჩანაწერს, რომლის თანახმად, თითქოს ზუგდიდელი ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზეა საუბარი, თბილისის მერი განმარტავს, რომ ეს არის აბსურდი.

„მე ეს ყველაფერი აბსურდი მგონია. რა გატაცებაზეა საუბარი. კიდევ ეთხელ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ყველანაირი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს - კადრებია, აუდიი-ჩანაწერია - არ ვიცი, არ მინახავს - შესაბამისი რეაგირება უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდესაც საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნიშნავს, თუ არა ეს ზუგდიდელების მოსყიდვას, კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია - რას ნიშნავს ზუგდიდელი ხალხის მოსყიდვა.

„ყველა იმ ადამიანს, ვისაც მოსწონს პარტია „ქართული ოცნების“ დემოკრატიის პოლიტიკა, აქვს უფლება და შესაძლებლობა, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიებში, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრების დროს . კანონით ეს დასჯადი არ არის, ამის უფლება ყველას აქვს და შესაბამისად, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი მთავრი ამოცანა რა არის?! ის რომ მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან ერთად შევძლოთ, არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს